Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725166&print=yes&view=jobs
 
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ჩვენ ვართ "ალტა" — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

"ალტა" მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების წინაშე დგომაში და შენი კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ბიზნეს ამოცანების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, ტექნიკური დავალებების (Technical Design) მომზადება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შერჩევა;
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით NET პლატფორმაზე C# ენის გამოყენებით Windows Forms (Winforms) აპლიკაციების შექმნა, მოდიფიცირება და დანერგვა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მიმართულებით MS SQL სერვერთან ინტეგრაცია, რთული საკითხების, შენახვის პროცედურების და რეპორტინგის სისტემების გამართვა;
** არსებული კოდის რეფაქტორინგი, მათ შორის, სხვის მიერ დაწერილი კოდის გარჩევა, შეცდომების (bugs) კლასიფიკაცია, მათი აღმოფხვრა და სისტემის მომზადება ტესტირებისთვის;
** პროგრამული პროდუქტის შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის, მომხმარებლის ინსტრუქციებისა და სპეციფიკაციების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწარმოს სააღრიცხვო პროგრამებთან (ERP) მუშაობის გამოცდილება;
** C# ენისა და .NET Framework/Core-ის ცოდნა;
** Windows Forms (WinForms)-თან მუშაობის გამოცდილება;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების ცოდნა, SQL (T-SQL)-ის მაღალ დონეზე ცოდნა, SQL Server-თან მუშაობის და მონაცემთა ბაზის სტრუქტურის ოპტიმიზაციის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** არსებული/დაწერილი კოდის გარჩევის და მოდიფიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cxVBqpUc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია