|
დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სკოლა პოლიგლოტი
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (სკოლა) თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო (გუდამაყრის ქ. N4)
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
ორგანიზაციის შესახებ
კერძო სკოლა "პოლიგლოტი" წარმოადგენს თანამედროვე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უცხო ენების გაძლიერებული სწავლება და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვა.
ვაკანსიის შესახებ
სკოლა აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე. მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვაზე, განვითარებასა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. პოზიცია მოიცავს აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების ხარისხის განვითარებას, შიდა/გარე შეფასების სისტემების მართვასა და სკოლის შესაბამისობის უზრუნველყოფას ავტორიზაციისა მოთხოვნებთან.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
** სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და შიდა ხარისხის სისტემის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება;
** ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების სტრატეგიული დაგეგმვა და კოორდინაცია;
** შიდა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის მართვა;
** ავტორიზაციისა სრული ციკლის მართვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** სკოლის ხელმძღვანელობასთან და პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობა ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად;
** პერსონალის ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშგების სისტემის განვითარება და ანალიზი;
** ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება;
** შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა სკოლის პერსონალთან და დაინტერესებულ მხარეებთან;
** უშუალო ხელმძღვანელობისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სტრატეგიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი, განათლების მეცნიერებები ან მომიჯნავე მიმართულებები;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების ან ხარისხის მართვის სფეროში;
** მენეჯერულ ან კოორდინატორულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
საჭირო უნარები:
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: school_polygloti@yahoo.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი"
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სკოლის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ან დარეზერვდეს სხვა შესაბამის ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
|
|
|
|