|
დასახელება:
საცალო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი: ქუთაისი
სამუშაო არეალი: იმერეთის რეგიონი
დაქვემდებარება: საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა/გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
** ახალი აბონენტების მოზიდვაზე მუდმივად ზრუნვა;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან, კომპანიის სერვისისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** საცალო გაყიდვების აგენტების კოორდინაცია;
** საჭიროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველი უმაღლესი განათლება;
** იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
დამატებითი მოთხოვნა: კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის ანაზღაურებას)
უნარები/შესაძლებლობები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული;
პიროვნული მახასიათებლები:
** ინიციატივიანი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საცალო გაყიდვების მენეჯერი"
დავუკავშირდებით კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|