Робота для біженців з України
ისტორიის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ისტორიის მასწავლებელი
მომწოდებელი: აკადემია ატლასი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"აკადემია ატლასი" აცხადებს ისტორიის მასწავლებლის ვაკანსიას.

აკადემიის ადგილმდებარეობა: წერეთლის მეტროდან სულ რაღაც 1 წუთში, ფოთის ქუჩაზე.
გრაფიკი: მოქნილი.
ანაზღაურება: დამოკიდებული მოსწავლეების და ჯგუფების რაოდენობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** საფუძვლიანი საგნობრივი ცოდნა და სწავლების მტკიცე უნარები.
** საგნის შესაბამისი მიმართულებით - უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
** პედაგოგიური გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება.
** აკადემიის მიერ ჩატარებულ, შიდა, პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ, უფასო ტრენინგებში მონაწილეობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე.
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან დასრულების ცნობა) ასლი.
დამამთავრებელ კურსზე ყოფნის შემთხვევაში: 1. აქტიური სტუდენტური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, 2. სრული ნიშნების ფურცელი განვლილი საგნებისთვის (მიმდინარე GPA-ის მითითებით).

თქვენი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ 15 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულ ელფოსტაზე: atlasacademy36@gmail.com, ხოლო წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი საგანი.

შერჩევის ეტაპები:

** დოკუმენტაციის გადარჩევა.
** საგნობრივ ცოდნაში ტესტირება (ადგილზე, აკადემიაში).
** გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე