Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი
მომწოდებელი: დ&ლ სერვისი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.dls.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი

დასაქმებულს ავტომობილით, საწვავითა და კორპორაციული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების ვიზიტი;
** შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.

საჭირო კვალიფიკაცია:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია MS office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

გთავაზობთ:

** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას;
** სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: hr@dls.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე