|
დასახელება:
AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ზუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის AI ტრანსფორმაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზი და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
** იმ დეპარტამენტებისა და პროცესების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია AI-ს დანერგვა;
** შიდა AI გამოყენების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შექმნა;
** AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზაციებისა და ინტეგრაციების აგება და მართვა;
** AI-ს გამოყენების გაუმჯობესება eCommerce ოპერაციებში;
** AI-ზე დაფუძნებული მომხმარებელთა მხარდაჭერის გადაწყვეტილებების დანერგვა;
** AI-ზე დაფუძნებული რეპორტინგისა და ბიზნეს ანალიტიკის განვითარება;
** თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაუმჯობესება AI ინსტრუმენტების მეშვეობით;
** თანამშრომლების მომზადება/დატრენინგება AI ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებაში;
** ავტომატიზაციის პროექტების შეფასება/გაზომვა და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
** AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკებისა და ეთიკური საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ტექნიკური უნარები:
** თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ღრმა ცოდნა.
** გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში:
** ChatGPT / OpenAI
** Claude / Gemini
** AI ავტომატიზაციის ხელსაწყოები
** API-ები და ინტეგრაციები
** საბაზისო ცოდნა:
** SQL
** Python
** Power BI
** CRM და ERP სისტემები
ბიზნეს უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი.
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაზე ორიენტირებული აზროვნება.
** ბიზნეს საჭიროებების ავტომატიზაციის გადაწყვეტილებებად გარდაქმნის უნარი.
** პროექტების მართვისა და აღსრულების შესაძლებლობები.
სასურველი კვალიფიკაცია/ გამოცდილება:
** AI ან ავტომატიზაციის პროექტების დანერგვის გამოცდილება.
** რითეილის ან eCommerce ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება.
** მომხმარებლის გზის (customer journey) ოპტიმიზაციის ცოდნა.
ზუმერი გთავაზობთ:
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/dZph0RDjie
|
|
|
|