|
დასახელება:
ტრანზაქციული რისკებისა და ფროდის მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: ტრანზაქციული რისკებისა და ფროდის მართვის მენეჯერი
სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
სამუშაო მოვალეობები:
** ბანკში საგადახდო ბიზნესთან დაკავშირებული ტრანზაქციული თაღლითობის (ფროდის) მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიის/პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
** ბანკის საოპერაციო სისტემაში და პროცესებში საბარათე რისკის შეფასება, ფროდების დეტექციისა და პრევენციის შესაბამისი წესების (rules) შემუშავება და სისტემაში გაწერის უზრუნველყოფა;
** ბანკის ტრანზაქციული მონიტორინგის სისტემებში ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის კონტროლი, აღრიცხვა და სათანადო ზომების მიღება;
** საგადახდო ბიზნესთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების რეგულარული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებელთა ან ბანკის საგადახდო ბიზნესთან დაკავშირებულ პირთა შავი სიების მართვა როგორც ემისიის, ისე ექვაირინგის კუთხით;
** ტრანზაქციული თაღლითობის შემთხვევების შესწავლდა, ფროდის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პრაქტიკის მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
** ბანკის მიერ მონაცემთა დაცვის, უსაფრთხოების PCI DSS და სხვა მანდატორულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება;
განათლება/გამოცდილება:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება სასურველია ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/საინფორმაციო ტექნოლოგიები ან მონათესავე სფეროში;
** საგადახდო სისტემების რისკ მენეჯმენტისა და/ან ფროდის მართვის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი, 2026.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: ტრანზაქციული რისკებისა და ფროდის მართვის მენეჯერი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|