Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725059&print=yes&view=jobs
 
დემი შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Novotel Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
Novotel Tbilisi Center საერთაშორისო სასტუმრო და Accor Group-ის წევრი. მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ავლაბრის ცოცხალ უბანში და გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტუმართმოყვარეობას კულტურულ ხიბლთან.

Novotel Tbilisi Center ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დაუვიწყარი დასვენების უზრუნველყოფაზე სტუმრებისთვის. გუნდში გაწევრიანება ნიშნავს გლობალურად სანდო ბრენდისა და საინტერესო სამუშაო გარემოს ნაწილად გახდომას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში დემი შეფ-მზარეულს.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება;
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის ყველა შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხის კონტროლი;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავება და თვითღირებულების გამოთვლის პროცესში ჩართულობა;
** საკვები პროდუქტების დახარისხება, შენახვა, წინასწარი მარაგებით საწყობების შევსება;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;

მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰასპის სტანდარტების ცოდნა
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
** კვება თანამშრომლებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kitchen@novoteltbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია