Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725058&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე ელექტრო, წყალგაყვანილობისა და გათბობა/გაგრილების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინვენტარის მონტაჟი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და დავალებების დელეგირება;
** საინჟინრო ნაწილებისა და ტექნიკური ინვენტარის შესყიდვა, ტრანსპორტირება და რეპორტინგი;
** ფილიალების მენეჯერებთან კოორდინაცია ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშო საათი
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია