|
დასახელება:
დალაგება-დასუფთავების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰაუს ჰოტელ ყვარელი
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" აცხადებს ვაკანსიას დალაგება-დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე.
სასტუმროს შესახებ
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმარმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.
ძირითადი მოვალეობები
** დალაგება-დასუფთავების პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
** პერსონალის ტრენინგი და მართვა, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბების მიზნით.
** ყოველდღიური დასუფთავების განრიგის და შემოწმების პროცესების მართვა და კონტროლი.
** დალაგება-დასუფთავების დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვა, ინვენტარის და დამხმარე საშუალებების მარაგების კონტროლი.
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა და კონტროლი.
** მჭიდრო თანამშრომლობა მიღება-განთავსების და ტექნიკურ და კვების და სასმელების დეპარტამენტებთან.
** სტუმრების უკუკავშირსა და საჩივრებზე დროული რეაგირება მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
** ოთახების სტატუსის კონტროლი.
** სასტუმროს პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
გამოცდილება და უნარები
** მუშაობის მინიმუმ 4-6 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ზედამხედველის ან მენეჯერის პოზიციაზე.
** დალაგება-დასუფთავების პროცესების და მარაგების კონტროლის ღრმა ცოდნა.
** ორგანიზებული, გუნდური და შედეგებზე ორიენტირებული.
** MS Office-ისა და დალაგება-დასუფთავების პროგრამული სისტემების ფლობა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|