|
დასახელება:
რეზერვაციების სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
ჰაუს ჰოტელ ყვარელი
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების სუპერვაიზერის თანამდებობაზე.
სასტუმროს შესახებ
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმარმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.
ძირითადი მოვალეობები
** ჯავშნების ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მონაცემების სიზუსტის მონიტორინგი.
** ჯავშნებისა და შეთავაზებული პაკეტების მონიტორინგი და მართვა, შემოსავლებისა და დატვირთულობის მაქსიმიზაციის მიზნით.
** ჯავშნების გუნდის მართვა, ტრენინგი და მხარდაჭერა, სასტუმროს პოლიტიკასა და მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
** სტუმრების მოთხოვნების, საჭიროებების და საჩივრების მართვა, სტუმართა პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა.
** ყოველდღიური სამუშაო განრიგის (checklists), ფინანსური კონტროლისა და შემოსავლების მონიტორინგი და მართვა.
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია და კომუნიკაცია.
გამოცდილება და უნარები
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჯავშნების ან მისაღები-განთავსების დეპარტამენტში წამყვან პოზიციებზე.
** ჯავშნების სისტემების (მაგ. Opera, Fidelio) და დაჯავშნის პროცედურების ღრმა ცოდნა.
** შესანიშნავი კომუნიკაციის, ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის მართვისა და ორგანიზების ძლიერი უნარები.
** პროაქტიული და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა, ფოკუსირებული შემოსავლების ოპტიმიზაციასა და სტუმართა კმაყოფილებაზე.
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|