Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724972&print=yes&view=jobs
 
მიმღები დეპარტამენტის მენეჯერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაუს ჰოტელ ყვარელი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

სასტუმროს შესახებ

"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმარმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.

ძირითადი მოვალეობები

** ფრონტ ოფისის ყველა ოპერაციის ზედამხედველობა (მიღება, ჯავშნები, კონსიერჟი, სტუმრებთან ურთიერთობა). ყოველდღიური საქმიანობის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** ფრონტ ოფისის გუნდის ხელმძღვანელობა, ტრენინგი და მოტივირება. მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა.
** რეგისტრაციის (Check-in/Check-out) პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. სწორი ანგარიშსწორება და სტუმრების ბალანსების ზუსტი მართვა.
** სტუმრების პრეტენზიებისა და უკმაყოფილების ოპერატიული და პროფესიონალური მოგვარება. სტუმრების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნდა და შენარჩუნება.
** სასტუმროს დატვირთულობის ზუსტი მონაცემების და რეპორტების წარმოება. ფრონტ ოფისის შესაბამისი დოკუმენტაციის სრული აღრიცხვა-წარმოება.
** მჭიდრო თანამშრომლობა დალაგება-დასუფთავების, კვების და სასმელების, ტექნიკურ და სხვა დეპარტამენტებთან.
** ფრონტ ოფისის წესების, პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება. ბრენდისა და კომპანიის ღირებულებების შესაბამისი სერვისის კონტროლი.
** ფრონტ ოფისის ხარჯების, პერსონალის და რესურსების მონიტორინგი. საოპერაციო ეფექტურობისა და პროდუქტიულობის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
** ციფრული ხელსაწყოებისა და სტუმრების უკუკავშირის გამოყენება სერვისის გასაუმჯობესებლად.
** გუნდში მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული კულტურის ჩამოყალიბება.

გამოცდილება და უნარები

** ფრონტ ოფისში მუშაობის 4-6 წლიანი გამოცდილება. სულ მმცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე.
** სასტუმროს მართვის სისტემების (Opera, Fidelio ან მსგავსი) მაღალ დონეზე ფლობა.
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი და პრეტენზიების დიპლომატიურად მართვა და მოგვარება.
** ენთუზიაზმი და გუნდის მაღალი შედეგებისკენ მოტივირების უნარი.
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია