Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724971&print=yes&view=jobs
 
კვების და სასმელების მენეჯერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების და სასმელების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაუს ჰოტელ ყვარელი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" აცხადებს ვაკანსიას კვების და სასმელების მენეჯერის თანამდებობაზე.

სასტუმროს შესახებ

"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.

ძირითადი მოვალეობები

** კვებისა და სასმელების ობიექტების მართვა და ზედამხედველობა, მომსახურების მაღალი სტანდარტების და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
** რესტორნების, ბარებისა და ღონისძიებების ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა, მომსახურების შეუფერხებელი პროცესისა და ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
** მენიუების, კონცეფციებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა შეფ-მზარეულთან და სასმელების/კვების დეარტამენტთან თანამშრომლობით.
** კვებისა და სასმელების პროდუქტების თვითღირებულების ანგარიშგების წარმოება და მარაგების კონტროლი, ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და მოგების მაქსიმიზაციისთვის.
** საოპერაციო ანგარიშგების, პროგნოზებისა და ეფექტურობის ანალიზის მომზადება.
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების მუდმივი და მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.
** კვებისა და სასმელების გუნდის ტრენინგი, გრაფიკების შედგენა და მოტივაცია, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი განვითარების პოზიტიური კულტურის ჩამოსაყალიბებლად.
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების მართვა, ხარისხის სტანდარტებისა და ხარჯების კონტროლი.
** სასტუმროს/ობიექტის გახსნისწინა აქტივობების მხარდაჭერა, დეპარტამენტის სამუშო პროცედურის შემუშავება და სატესტო რეჟიმში გახსნის მართვა.
** მჭიდრო თანამშრომლობა მიღება-განთავსების, გაყიდვებისა და მარკეტინგის და ფინანსურ გუნდებთან სტუმრების საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

გამოცდილება და უნარები

** კვებისა და სასმელების (F&B) სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი ეტაპობრივი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე.
** ობიექტის გახსნისწინა (pre-opening) პროცესებში ან ახალი სივრცეების გაშვებაში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები.
** კვებისა და სასმელების ხარჯების კონტროლის (cost control), ბიუჯეტირების, მარაგების მართვისა და ოპერაციული ეფექტურობის ინდიკატორების (KPIs) ღრმა ცოდნა.
** პროცესებში უშუალო ჩართულობა, სტუმარზე ორიენტირებულობა, შედეგებზე მიმართული მიდგომა და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია