Робота для біженців з України
ბარის მენეჯერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაუს ჰოტელ ყვარელი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" აცხადებს ვაკანსიას ბარის მენეჯერის თანამდებობაზე.

სასტუმროს შესახებ

ჰაუს ჰოტელ ყვარელი წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.

ძირითადი მოვალეობები

** ბარის ყველა ოპერაციის ზედამხედველობა და მართვა, მაღალი ხარისხის მომსახურების, ეფექტურობისა და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
** ბარის კონცეფციების და მენიუების შემუშავება/დანერგვა ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.
** ბარის გუნდის ხელმძღვანელობა, ტრენინგი და მართვა, მაღალი პროდუქტიულობისა და მომსახურების სრულყოფილების უზრუნველსაყოფად.
** მარაგების კონტროლი, შეკვეთების მართვა, ინვენტარიზაცია და ხარჯების კონტროლი მოგების ოპტიმიზაციისთვის.
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ლიცენზირების რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.
** სტუმართა კმაყოფილებაზე ზრუნვა და საჩივრების მართვა.
** თანამშრომლობა კვებისა და სასმელების, სამზარეულოსა და ღონისძიებების გუნდებთან საერთო მიზნების მისაღწევად.
** ბარის ბიუჯეტის, შემოსავლების მაჩვენებლებისა და ხარჯების ეფექტურობის მართვა.
** ბარის სივრცეზე და აღჭურვილობის მონიტორინგი, ბრენდისა სტანდარტების შესაბამისად.

გამოცდილება და უნარები

** ბარში მუშაობის მინიმუმ 4-6 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერული როლის შეთავსებით.
** სასმელების, კოქტეილებისა და ბარის თანამედროვე ტენდენციების ღრმა ცოდნა.
** ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი.
** ინვენტარიზაციის მართვის, ხარჯების კონტროლისა და ბიუჯეტირების გამოცდილება.
** ბიზნესსა და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე