Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების პროგრამისთვის, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულად განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს შემდეგ პოზიციებზე:

1. შემთხვევის მართვის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესია — ფსიქოლოგი;
** რთული ქცევის მქონე ბავშვებთან მუშაობის დამოუკიდებელი პრაქტიკული გამოცდილება;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მუშაობის გამოცდილება;
** რთული ქცევის მართვის მიმართულებით პროფესიული ზედამხედველობის განხორციელების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რთული ქცევის ფუნქციური შეფასება;
** რთული ქცევის შეფასება და ანალიზი;
** მოსარგებლის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა;
** ვერბალური და ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;
** სპეციალისტებისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
** ბავშვის დამოუკიდებლობისა და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
** პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;
** ბავშვისა და ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრა, სამუშაო საათების დაგეგმვა და პროფესიული ზედამხედველობა;
** სამუშაო რეკომენდაციების გაცემა და სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი.

2. ქცევის კონსულტანტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 4-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობაში ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი და სხვა), ABA მიდგომების გამოყენებით;
** ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გამოცდილება;
** ქოუჩინგისა და პროფესიული ზედამხედველობის გამოცდილება;
** სასურველია BCBA (Board Certified Behavior Analyst) სერტიფიკატი;
** ან BCBA სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობა და მიმდინარე ზედამხედველობითი პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მულტიდისციპლინური გუნდის კონსულტირება რთული ქცევის ფუნქციური შეფასების პროცესში;
** ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში მხარდაჭერა;
** ფუნქციური ანალიზის განხორციელება სპეციალისტების ჩანაწერებზე დაყრდნობით;
** სპეციალისტების, პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის მხარდაჭერა კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავების პროცესში.

3. ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებთან);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ემოციური სტაბილურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** სასურველია შესაბამისი განათლება ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, სოციალური მუშაობის ან მონათესავე მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვების ყოველდღიური ზედამხედველობა და მხარდაჭერა;
** ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობა;
** ქცევითი სირთულეების მართვა პროფესიული და მშვიდი მიდგომით;
** დღის რეჟიმისა და დადგენილი წესების დაცვა;
** ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან და სპეციალისტებთან კომუნიკაცია;
** დაკვირვებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესაბამისი გადაცემა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** ინდივიდუალურად მორგებულ სამუშაო პროცესს;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას;
** ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება ნამუშევარი საათებისა და პროგრამის მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

საკონტაქტო ელფოსტა: chankvetadzemaka@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე