|
დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჰორეკა
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია "ჰორეკა" დაარსდა 2008 წელს, რომლის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა. კომპანია ახდენს საქართველოში არსებული ბიზნესების პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფას.
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://horeca.ge/
შპს "ჰორეკა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);
** ანაზღაურება: 1700 ლარი (NET);
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დამუშავება, როგორიცაა: რეალიზაციის შეკვეთების მიღება, დამუშავება და მასთან დაკავშირებული ყველა პირველადი დოკუმენტაციის წარმოება, მონიტორინგი (სასაქონლო ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები / ინვოისები);
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების წარმოება (უკან დაბრუნებები / საწყობებს შორის შიდა გადაადგილებები / პროდუქციის ჩამოწერა);
** სალაროს (აგენტი +) ოპერაციების წარმოება, მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბანკის ამონაწერის დამუშავება და გატარება;
** დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება სავაჭრო წარმომადგენლებთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და მეტი;
** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგ ცოდნას;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE-ზე) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა 1C / Balance-ში ან სხვა ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
შერჩევის პროცედურა:
** 1 ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა;
** 2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ მობილურ ნომერს სასაუბრო ლიმიტით;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: hr@horeca.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).
გაცნობებთ, რომ შპს "ჰორეკა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
|
|
|
|