Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724839&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერის მოადგილე
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: 3000 ლარი, ხოლო 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 3500 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-კორექტირება
** დაქვემდებარებულ პირებზე ფუნქცია-მოვალეობების სწორი დელეგირება და კონტროლი
** და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი, გატარებების სისწორის დადგენა, სხვაობების გამოვლენა, მიზეზებში გარკვევა და გასწორება
** ყოველთვიურად შერჩევითი მეთოდით ხარჯებში გატარებული ტრანზაქციების შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შემოწმება და საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისობის დადგენა
** თვის და წლის დახურვის ოპერაციებში ჩართულობა, დეტალებში გარკვევა/კორექტირება და ანალიზი
** აქტივების, ვალდებულებებისა და მოთხოვნის ნაშთების ყოველთვიური კონტროლი
** წლის დახურვის საბუღალტრო ოპერაციებში ჩართულობა და კონტროლი.
** აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა, ჩაშლა და ანგარიშგებების მომზადება.
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების მონიტორინგი
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
** წლიური ბიუჯეტის შესადგენად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მისაღებად.
** ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მენეჯმენტისთვის
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** ფინანსური უწყისების მოთხოვნისამებრ წარდგენა მენეჯმენტისა და მესამე პირებისთვის;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, ასევე არსებული ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო და სხვა საფინანსო ხარჯის კონტროლი
** საბუღალტრო და ფინანსური სურათის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტისთვის არსებული სიტუაციის გაცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვების პრინციპები; IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივ საკანონმდებლო ბაზაში;
** ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (1C);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@victoria98.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური მენეჯერის მოადგილე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია