|
დასახელება:
სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
Award
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
პოზიციის დასახელება: სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების ტექნიკური მართვა და კოორდინაცია.
** სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან, ტექნიკურ დავალებასთან და ნორმებთან.
** სამშენებლო პროცესების დაგეგმვა და მონიტორინგი.
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის კონტროლი.
** საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი.
** ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია.
** სამშენებლო ჟურნალებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება სპეციალობით — სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა.
** შესაბამისი დიპლომის წარმოდგენა სავალდებულოა.
** სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა.
აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტები:
** CV/რეზიუმე.
** პირადობის მოწმობის ასლი.
** საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/06/2026.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|