Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724828&print=yes&view=jobs
 
რეინჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეინჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მისაღებია შემდეგი მიმართულების სტუდენტები (კოლეჯის ან/და უმაღლესი სასწავლებლის): მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საექთნო საქმე და სამეანო საქმე, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ვეტერინარია, სამედიცინო ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია, სტომატოლოგია, ფარმაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** შიდა პროტოკოლების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 28.06.2026-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "რეინჯერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია