Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724814&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი - ყავის კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი - ყავის კატეგორია
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი (ყავის კატეგორია) თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს ყავის კატეგორიის მიმართულებით Trade Marketing Specialist-ის პოზიციაზე.

ეს პოზიცია აერთიანებს Trade Marketing-ის სტრატეგიულ და კრეატიულ მიდგომებს ანალიტიკურ უნარებთან, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში.

პოზიცია მოიცავს როგორც პროდუქციის ეფექტურად წარმოდგენასა და ბრენდის ხილვადობის უზრუნველყოფას, ასევე გაყიდვების პროცესების ანალიზსა და შესრულების მონიტორინგს სხვადასხვა არხში — HoReCa, ოფისები, Retail და სხვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები

Trade Marketing:

** გაყიდვების სტრატეგიის განვითარებაში მონაწილეობა და მისი ეფექტური განხორციელების კოორდინაცია
** ფასების პოლიტიკის, გაყიდვის არხების, პროდუქციის ხილვადობის სტანდარტებისა და გაყიდვების ეფექტიანობის მართვა
** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულების გეგმების კონტროლისა და ოპტიმიზაციის მიზნით
** ბაზრის მოცულობის, განვითარების პოტენციალისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი
** კონკურენტების ფასებისა და საბაზრო აქტივობების მონიტორინგი
** დისტრიბუციის გეგმების შექმნა და KPI-ების შესრულების კონტროლი
** POSM მასალების სრული ციკლის მართვა — ფლაერები, კაფეების ბრენდინგი, ვიდეო მასალები, მენიუები, ჭურჭელი და სხვა ბრენდირებული ელემენტები
** გაყიდვებისა და ანგარიშგებისთვის საპრეზენტაციო მასალების მომზადება
** სარეკლამო და პრომო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა მომხმარებლებთან მოლაპარაკებების პროცესში
** გაყიდვების მასალების, პრეზენტაციებისა და ფასების გაანგარიშების მომზადება
** ბრენდების მონაწილეობისა და წარმოდგენის ორგანიზება სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალზე (მაგ. Coffee Fest)

ანალიტიკა და ფასები:

** გაყიდვების KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი
** ფასების მოდელების განახლება და ფასების გაანგარიშება
** ბიზნეს გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი
** ანგარიშგებისა და შედეგების ანალიზის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან შესაბამის მიმართულებით
** მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება Trade Marketing, Marketing ან მსგავს პოზიციაზე Retail ან OOH სექტორში
** დიზაინერებთან, სააგენტოებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და ბიზნეს ხედვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** კრიტიკული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი
** ენები: ქართული აუცილებელია, ინგლისური და/ან რუსული — თავისუფლად
** MS Office-ის პროფესიული ცოდნა: განსაკუთრებით Excel, PowerPoint და Word; Canva-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული და ინიციატივიანი მიდგომა
** პასუხისმგებლობიანობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და კომფორტულ სამუშაო გარემოს (შესაძლებელია ჰიბრიდული ფორმატი)
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კორპორაციულ ღონისძიებებსა და გუნდურ აქტივობებს
** ღია, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას იმუშაო საერთაშორისო ბრენდებთან და რეალურ დროში იხილო შენი მუშაობის შედეგი
** შესაძლებლობას გახდე coffee & tea სფეროს ექსპერტი და განვითარდე ძლიერ გუნდთან ერთად

პერსონალური მონაცემების დამუშავება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, შენახვა, განახლება, გამოყენება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება), ავტომატიზაციის გამოყენებით ან მის გარეშე, იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ Sopio.Mikhanashvili@JDEcoffee.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია