|
დასახელება:
ინგლისური ენის, მათემატიკისა და ქართული ენის მასწავლებლები
|
| მომწოდებელი:
აკადემია ატლასი
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"აკადემია ატლასი" აცხადებს მიღებას ვაკანსიებზე მასწავლებლის პოზიციისთვის შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა.
აკადემიის ადგილმდებარეობა: წერეთლის მეტროდან სულ რაღაც 1 წუთში, ფოთის ქუჩაზე.
გრაფიკი: მოქნილი.
ანაზღაურება: დამოკიდებული მოსწავლეების და ჯგუფების რაოდენობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** საფუძვლიანი საგნობრივი ცოდნა და სწავლების მტკიცე უნარები.
** საგნის შესაბამისი მიმართულებით - უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
** პედაგოგიური გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება.
** აკადემიის მიერ ჩატარებულ, შიდა, პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ, უფასო ტრენინგებში მონაწილეობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** რეზუმე.
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან დასრულების ცნობა) ასლი.
დამამთავრებელ კურსზე ყოფნის შემთხვევაში: 1. აქტიური სტუდენტური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, 2. სრული ნიშნების ფურცელი განვლილი საგნებისთვის (მიმდინარე GPA-ის მითითებით).
თქვენი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულ ელფოსტაზე: atlasacademy36@gmail.com, ხოლო წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი საგანი.
შერჩევის ეტაპები:
** დოკუმენტაციის გადარჩევა.
** საგნობრივ ცოდნაში ტესტირება (ადგილზე, აკადემიაში).
** გასაუბრება.
|
|
|
|