Робота для біженців з України
იურისტი/ტენდერების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი/ტენდერების მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
კომპანია "Award" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება, ანალიზი და მონაწილეობისთვის მომზადება;
** სატენდერო დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადება/ატვირთვა;
** კონტრაქტების მომზადება, შემოწმება და შესრულების მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების აქტების, მიღება-ჩაბარებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** დამკვეთებთან, ზედამხედველებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ვადების, მოთხოვნების და ფინანსური პირობების კონტროლი;
** პროექტების დოკუმენტაციის არქივირება და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
** შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ტენდერების ან კონტრაქტების მიმართულებით.
** სასურველია სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების მიმართულებით გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
** ტენდერის დოკუმენტაციის დამოუკიდებლად აწყობის უნარი.
** Excel და Word - კარგად ცოდნა.
** ქართულ ენაზე გამართული წერითი კომუნიკაცია.
** დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@designmall.ge

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე