Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724760&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების აგენტი - დასავლეთ საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "ესმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეცტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება. შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების აგენტი დასავლეთ საქართველოში
სამუშაო მდებარეობა: დასავლეთ საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** რეგიონში ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება და შეკვეთების აღება;
** მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მათი სწორი სეგმენტაცია, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება;
** თვიური/წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი, თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფა;
** გეგმის მიხედვით ქსელის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესებისა და ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
** მარაგების მუდმივი კონტროლი შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** სააღრიცხვო პროგრამა Fina-ში მონაცემების შეყვანა, დამუშავება; რეალიზებული პროდუქციის გატარება;
** უშუალო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ფორმირებული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია დისტრიბუციაში, გაყიდვებში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობის B კატეგორია;
** ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
** კომპანიის ავტომობილსა და საწვავს;
** მზარდ კომპანიას, დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: cv@smotors.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია