Робота для біженців з України
HR ჯენერალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "ვან ფოინთი", პარტნიორი ორგანიზაციისთვის, აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** HR ადმინისტრირების პროცესების ეფექტურად მართვა;
** თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების სრული კოორდინაცია;
** თანამშრომელთა ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, დოკუმენტაციის შეგროვება, განახლება და არქივირება;
** HR დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და მართვა;
** თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროცესების ადმინისტრირება, ბაზების მართვა და განახლება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა;
** კანდიდატებთან კომუნიკაცია, ინტერვიუების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის მართვა და მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა მოტივაციისა და შრომითი კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** Team Building-ებისა და სხვადასხვა HR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ტრენინგებისა და განვითარების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
** შიდა და გარე ტრენინგების მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR-ის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მსგავს სფეროში;
** HR მიმართულებით სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00;
** სამუშაო ადგილი: ოფისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელფოსტაზე: vkakuchaia@onepoint.ge.

სათაურში მიუთითეთ: "HR ჯენერალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე