|
დასახელება:
F&B დეპარტამენტის სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
AGARANI Estate
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა.
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას F&B დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
მდებარეობა: რუისპირი, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი კვირა)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კოორდინირება პერსონალის მუშაობისას დარბაზების მომზადებისა და სტუმართა მომსახურების კუთხით (მაგიდების განლაგება, საკვებისა და სასმელების მიწოდება, დარბაზში კომფორტული პირობების შექმნა, ტემპერატურული თუ ვიზუალური მხარის მოწესრიგება);
** სტუმართა დახვედრა-მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** პერსონალის მიერ შეკვეთების მიღების მუდმივი მონიტორინგი;
** გუნდის გადამზადების პროცესში ჩართულობა და პროფესიული მხარდაჭერა თითოეულ მათგანთან;
** სტუმრის ანგარიშის მომზადებისა და გადახდის პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
** სტუმართა კმაყოფილების კვლევა და მათთან უკუკავშირის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტუმართა პრეტენზიების მოსმენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სტუმრების კმაყოფილების ზრდის კუთხით;
** რესტორნის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** სალარო აპარატისა და რესტორნის პროგრამაში სწორი მუშაობის შესაბამისი ზედამხედველობა;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების ზედამხედველობა და მუდმივი მონიტორინგი;
** საბარათე ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი პოსტერმინალის მუშაობაზე ზედამხედველობა და საბარათე ოპერაციების მუდმივი მონიტორინგი;
** რელევანტური თანამშრომლობა მომიჯნავე დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
პროფესიული მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელი მოთხოვნაა სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.
პერსონალური მოთხოვნები:
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და დაცვა;
** მომსახურებისა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების გამოვლენა;
** დისციპლინის დაცვით მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@agarani.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27.06.2026
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.
დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|