Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: AGARANI Estate
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუისპირი, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი კვირა)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და ახალი ტენდენციების გათვალისწინება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** მომხმარებლების ბაზების დამუშავება;
** ახალი პროდუქტებისა და სერვისების დამატებაზე ზრუნვა ან არსებულის გაუმჯობესება;
** ღონისძიების ორგანიზება და სრული პროცესის მართვა;
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება და ანგარიშვალდებულება გენერალურ მენეჯერთან;
** რელევანტური თანამშრომლობა მომიჯნავე განყოფილებებთან.

პროფესიული მოთხოვნები:

** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს სპეციფიკის ზოგადი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამებისა და სასტუმროს ადმინისტრირების პროგრამის სრულყოფილი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და დაცვა;
** მომსახურებისა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების გამოვლენა;
** დისციპლინის დაცვით მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@agarani.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27.06.2026

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე