Робота для біженців з України
მიღება-განთავსების დეპარტამენტის ადმინისტრატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: AGARANI Estate
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუისპირი, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი კვირა)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** დესკის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური მოთხოვნები:

** მომსახურების სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** მომსახურებისა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** დისციპლინირებული, მოტივირებული.

ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@agarani.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27.06.2026

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე