|
დასახელება:
არქივის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
გეოგლობალ აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას არქივის თანამშრომლის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. №80, მე-5 სართული
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.06.2026
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
** არქივის ფიზიკური და/ან ელექტრონული მასალების მართვა;
** დოკუმენტების კლასიფიკაცია და კატალოგიზაცია;
** მოთხოვნის საფუძველზე არქივიდან დოკუმენტების მოძიება და გაცემა;
** დოკუმენტების შენახვის წესებისა და ვადების კონტროლი;
** არქივის წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ბაზების განახლება და მონაცემების შეყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება არქივთან ან დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებულ სფეროში;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com
ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "არქივის თანამშრომელი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 571 10 25 68
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "გეოგლობალ აკადემია" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედ რეგულაციებს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონის — "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" — მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატთან სახელშეკრულებო და/ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით.
|
|
|
|