|
დასახელება:
სოციალური მედიის მარკეტერ-კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
ვეძებთ კრეატიულ სოციალური მედიის მარკეტერ-კონტენტ კრეატორს.
თანამშრომელს მოუწევს მუშაობა 3 ბრენდის სოც. მედია პლატფორმებზე (ქეითერინგი, სასწავლო კლუბი, პროდუქტი).
მისი უმთავრესი მოვალეობები იქნება:
** მარკეტინგული და კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
** ტიკტოკ ვიდეოების გადაღება-მონტაჟი;
** სოც. მედია პოსტების აწყობა;
** მეტას პლატფორმაზე რეკლამების განთავსება (ედვერთაიზინგი).
სამუშაო განაკვეთი - სრული (მოქნილი გრაფიკი)
სამუშაო გარემო - ჰიბრიდული (ოფისი, დისტანციური)
ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციასა და მიღწეულ შედეგებზე. უხეში სახელფასო დიაპაზონია 2000-5000 ლარი ნეტ.
უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს:
** ტიკტოკ ვიდეოების კეთების გამოცდილებით;
** ფოტო-ვიდეო მონტაჟის გამოცდილებით (თუნდაც მარტივ დონეზე);
** ედვერთაიზინგის გამოცდილებით;
** AI ხელსაწყოების ცოდნით (მათ შორის ვიდეოსა და ფოტოზე მუშაობის).
თანამშრომელი მიიღებს შემდეგ ბენეფიტებს:
** კომფორტული და მოქნილი სამუშაო გრაფიკი და გარემო;
** პერსონალური და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა;
** დაუფინანსდება პროფესიასთან დაკავშირებული ტრენინგები.
თანამშრომელი მუშაობას დაიწყებს ჯერ 1 მიმართულებით, ხოლო ყოველ მომდევნო თვეს დაემატება თითო მიმართულება, რათა შეძლოს თითოეული ბრენდის შესწავლა და მასზე მუშაობა.
Email: og@freezer.ge
გამოგვიგზავნე იმეილზე შენი რეზიუმე და მცირე სამოტივაციო ტექსტი.
|
|
|
|