Робота для біженців з України
ღამის ცვლის ოპერაციების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ტურისტული კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ღამის ცვლის ოპერაციების კოორდინატორს, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ტურისტების ტრანსფერების ოპერაციული მართვა და მუდმივი კომუნიკაცია ტურისტებთან, მძღოლებთან, სასტუმროებთან და პარტნიორებთან.

პოზიცია სრულად დისტანციურია (Work From Home) და მოითხოვს ღამის საათებში ოპერაციების უწყვეტ მონიტორინგსა და სწრაფ რეაგირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტების აეროპორტის ტრანსფერების კოორდინაცია
** შემომავალი და გამავალი ზარების/შეტყობინებების მართვა
** ტურისტებთან კომუნიკაცია:
** ტრანსფერის დადასტურება
** მძღოლის ინფორმაციის მიწოდება
** ცვლილებებისა და დაგვიანებების კომუნიკაცია
** მძღოლებთან მუდმივი კოორდინაცია და მონიტორინგი
** ფრენების სტატუსების კონტროლი და დაგვიანებების მართვა
** ღამის პერიოდში მიმდინარე ყველა ტრანსფერის მონიტორინგი
** პრობლემური შემთხვევების სწრაფი რეაგირება
** WhatsApp / Telegram / მობილური კომუნიკაციის მართვა

მოთხოვნები:

** რუსული ენის კარგი ცოდნა (სავალდებულო)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინტერნეტის და მშვიდი სამუშაო გარემოს არსებობა სახლში
** ღამის საათებში მუშაობის შესაძლებლობა

სასურველი გამოცდილება:

** მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
** სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** დისტანციური სამუშაო (Work From Home)
** ღამის ცვლა 00:00 - 09:00
** მორიგეობა 3 დღეში ერთხელ
** სტაბილური ანაზღაურება

ვინ გვჭირდება

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია:

** რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება
** ღამის საათებში ოპერაციების სრული კონტროლი

თუ გიყვართ დინამიკური გარემო, კომუნიკაცია და ოპერაციების მართვა — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით: 571 333389.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე