|
დასახელება:
ბარმენი
|
| მომწოდებელი:
ამბასადორი კაჭრეთში
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელიც შექმნის პოზიტიურ განწყობას ჩვენს ბარში.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარში წარმოდგენილი სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** სტუმრების თავაზიანი მომსახურება და მენიუს შეთავაზება;
** ბარის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ბარში არსებული მარაგების კონტროლი და დროული შევსება;
** სალარო ოპერაციების წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ბარმენად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე და პოზიტიური;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
პირობები: სამუშაო ადგილი: კახეთი, გურჯაანი, კაჭრეთი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CVელექტრონულ მისამართზე hrkachreti@ambassadori.com ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 577679091 არაუგვიანეს 15 ივნისისა.
მის: გურჯაანი, კაჭრეთი
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|