Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724676&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გამოფენა-გაყიდვებზე მომხმარებლების კონსულტირება;
** არსებული წიგნების ფასებისა და მახასიათებლების ცოდნა;
** წიგნების რეალიზება;
** სივრცის მოწყობა და წიგნების განთავსება.
** გაყიდვების დეპარტამენტთან კომუნიკაცია და გაყიდვების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1- წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოტივირებული;
** ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია