Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ფარმარეა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ფარმარეა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და მოტივირებული ადამიანი, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით;
** მეგობრულ გარემოს.

სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი #2

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: bugalteriareziume@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე