Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და დამტკიცებაში მონაწილეობა კომერციულ გუნდთან ერთად;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში ჩართულობა, ან პროცესის მართვა;
** განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და შედეგების რეპორტინგი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის სხვადასხვა მარკეტინგული მასალის შექმნის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების პროცესში ჩართულობა, ან პროცესის მართვა;
** კომპანიის წარმოდგენა სხვადასხვა გარე ღონისძიებაზე;
** პროექტების ფარგლებში მარკეტინგულ და დიზაინ სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კომპანიისთვის აქტუალური სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციისა და განახლების პროცესების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევების განხორციელების უზრუნველყოფა, ტრენდებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პარტნიორებისა და მომხმარებლის კმაყოფილების კვლევების განხორციელების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ამავე ან მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები:

** დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა;
** პროაქტიულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** იდეების ეფექტურად წარდგენის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინოვაციური და შემოქმედებითი ხედვა;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს;
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: პეტრე მელიქიშვილის #8ა, თბილისი;
** სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 2 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".

სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე