Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724618&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-დისტრიბუტორი - B კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი - B კატეგორია
მომწოდებელი: ბლექ სი დისთრიბუშენი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

** მდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა)
** ანაზღაურება: 1200-1600

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაფორმებული შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის მიღება, გადამოწმება და ტრანსპორტირება მითითებულ მარშრუტებზე;
** პროდუქციის მიღებისას სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის (ცალობრივი რაოდენობა, ნიშნები, ნომრები) გადამოწმება;
** პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება, საერთო წონისა და შიგთავსის კონტროლი;
** მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის;
** ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური და სანიტარულ ნორმების შესაბამისობაში მოყვანა;
** მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში, ტრანსპორტირების პროცესში მისი სათანადო პირობებში (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის და საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** მომხმარებლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
** კომპანიის შინაგანაწესის, სამუშაო ტერიტორიაზე მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა მიმდინარე პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა: B, C კატეგორია (სასურველია);
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი აქტიური გამოცდილება;
** სადისტრიბუციო სფეროში/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მძღოლ-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია