Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724616&print=yes&view=jobs
 
მიწოდების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ბლექ სი დისთრიბუშენი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის პოზიციაზე (მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი).

** მდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** უშუალო ხელმძღვანელი: მიწოდების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

მარშრუტების დაგეგმვა და მიწოდების შესრულება:

** ყოველდღიური მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია შეკვეთების რაოდენობის, დროის ფანჯრებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით;
** მიწოდების მიმდინარეობის მონიტორინგი რეალურ დროში, დაგვიანებების პრევენცია ან მათი სწრაფი და ეფექტური გადაჭრა;
** მჭიდრო კოორდინაცია ოპერატორებთან, საწყობისა და გაყიდვების გუნდთან ტრანსპორტის დროული დატვირთვისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
გუნდის მართვა:
** მძღოლებისა და დამხმარეების გუნდის ყოველდღიური მართვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება, მარშრუტების გადაცემა და დღის ბოლოს მიღწეული შედეგების განხილვა;
** გუნდში დისციპლინის, პუნქტუალურობისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** გუნდის წევრების ტრენინგი, მოტივაცია და მათი სამუშაო ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება.

დაბრუნების პროცესების მართვა:

** მომხმარებლებისგან საწყობში დაბრუნებული პროდუქციის პროცესის სრული მართვა;
** დაბრუნებული საქონლის სწორად დოკუმენტირება, მარკირება და ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება მარაგების ან ხარისხის კონტროლის ჯგუფისთვის.
ანაზღაურება და შესრულების აღრიცხვა:
** გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური შესრულების ინდიკატორების (მიწოდებების რაოდენობა, დაგვიანებები, დაბრუნებები და სხვა) აღრიცხვა;
** ინდივიდუალური ბონუსებისა და დამატებითი ანაზღაურების გათვლა თანამშრომელთა შესრულების, გადატვირთულობის ან გეგმის გადაჭარბების მიხედვით;
** ანაზღაურების შესახებ გამჭვირვალე და საფუძვლიანი ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის დროული მიწოდება HR-ისა და ბუღალტერიისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიწოდების, ტრანსპორტირების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ/სუპერვაიზერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად);
** მარშრუტების დაგეგმვის სისტემებთან (ხელით ან ავტომატიზებულ პროგრამებში) მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ან მსგავსი საოფისე ინსტრუმენტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ძირითადი ანალიტიკური და მათემატიკური უნარები (შესრულებული სამუშაოსა და ბონუსების აღრიცხვისთვის);
** დაბრუნებული პროდუქციის მართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და კომუნიკაციური უნარები;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მიწოდების სუპერვაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია