|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დელივეროუ
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია დელივეროუ არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან.
დელივეროუ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 27.06.2026
** გაყიდვების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის;
** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
** გაყიდვების სისტემის აწყობა;
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა;
** ყოველკვირეული ანალიზის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ეტაპობრივად ბაზრის კვლევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft word, Excel, Outlook);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** ლიდერული თვისებები;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია მუშაობას გთავაზობთ კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 27 ივნისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|