|
დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქართული ღვინის სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. გორი, თამარ მეფის № 26
ანაზღაურება: 1 800-2 300 ლარი (საპენსიო გადასახადის ჩათვლით)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
უპირატესობა მიენიჭება ქ. გორში მცხოვრებ კანდიდატებს
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა კარგად;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** ღვინის ჩამოსხმის საამქროს ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობა;
** შეკვეთების კონტროლი;
** მიღებული შეკვეთების წარმოებაში გადაცემა;
** მუშაობა კლიენტებთან;
** წარმოების კონტროლი და აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|