Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724480&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, (40 საათი);
** ანაზღაურება: პირველი თვე 800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი), მე-2 თვიდან 1300 ლარი ფიქსირებული;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები;

** ტვირთის მიღება/ჩამოცლა;
** ტვირთის სორტირება უბნების და რეგიონების მიხედვით;
** ტვირთის დასტიკერება;
** მარშრუტების მიხედვით, ტვირთის დატვირთვის პროცესში ჩართულობა;
** ცდომილების შემთხვევაში, კონკრეტული ტვირთის საწყობში მიბრუნება ან/და შესაბამისი, საჭირო პროცედურების გატარება;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და შიდა ნორმების დაცვა;
** საჭიროების შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში;
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა.

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 27 ივნისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე: hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია