|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ტოტალ შარმ ვაკე
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
შპს "ტოტალ შარმ ვაკე" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კლინიკის შესახებ: შპს "ტოტალ შარმ ვაკე" არის პირველი დერმატოლოგიურ/კოსმეტოლოგიური კლინიკა, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სერტიფიკატი. "ტოტალ შარმ ვაკე" პაციენტებს სთავაზობს კომფორტულ სივრცესა და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.
ძირითადი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
** სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 დღე (09:00-15:00 ან/და 15:00-21:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზ. ფალიაშვილის ქ. №87 ბ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების სამედიცინო ისტორიების გახსნა კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა).
** ინფორმაციის პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით, პაციენტთან დაკავშირებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვის პროცედურის შესაბამისად.
** პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (როგორც კლინიკაში, ასევე სოციალურ ქსელებში).
** დღის განმავლობაში მიღებული თანხის, ჩეკებისა და რეპორტების უზრუნველყოფა, მათ შორის სალაროში არსებული თანხის კონტროლი.
** პაციენტების მომსახურება "სერვის პლუსით" განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** გამართული მეტყველება ქართულად.
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენა საშუალოზე მაღალ დონეზე.
ცოდნა და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
** დროის მართვის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელფოსტაზე: k.gergauli@tcc.ge.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|