|
დასახელება:
ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
"ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
თუ გსურს კვალიფიკაცია აიმაღლო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, სადაც პროფესიონალი და მეგობრული თანამშრომლები დაგხვდებიან, შემოგვიერთდი!
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა ინსტრუმენტებითა და მასალებით
** სტომატოლოგიური ინვენტარის მოწესრიგება
** სამუშაო პროცესში ექიმისთვის დახმარების გაწევა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 12 ივნისის ჩათვლით, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@metrevelidental.com
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ასისტენტი).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|