Робота для біженців з України
მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Crowne Plaza Borjomi
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინენტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG), აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბორჯომი
გრაფიკი: 5/2-ზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება;
** გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირება);
** დადგენილი სტანდარტის მიხედვით ოთახების სტატუსების კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
** ყოველდღიური აუდიტის წარმოება და სალაროს ნაშთის ჩაბარება მენეჯერისთვის;

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა OPERA ან FIDELIO-ს ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** პროფესიულ ზრდას;
** საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო უზრუნველყოფს განთავსებას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com და მიუთითოთ Subject-ში პოზიცია.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე