|
დასახელება:
წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ელთიბი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 26 ივნისი
|
"LTB LLC" — ავეჯის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, 21-წლიანი გამოცდილებით, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში ეძებს - წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერს.
რას ველით კანდიდატისგან:
** ავეჯის წარმოების სიღრმისეულ ცოდნას და მასალების დამუშავების ტექნოლოგიებში თავისუფლად ორიენტირებას
** ავეჯის მწარმოებლებისთვის არსებული სერვისების დახვეწისა და ახალი საწარმოო სერვისების განვითარების ინტერესს
** კონსტრუირების პროგრამასთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას
** ციფრული და არაციფრული ჩარხების შესაძლებლობების გააზრებულ გამოყენებას
** ავეჯის დეტალების ტექნოლოგიურად სწორად მომზადების უნარს
** სისტემურ აზროვნებას, მუდმივი განვითარების სურვილს და საქმისადმი ნამდვილ ინტერესს
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოო გარემოს
** გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას და ჩართულობას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში
** საერთაშორისო ტენდენციების გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას უცხოელ პროფესიონალებთან
** პროფესიონალურ გუნდს, მშვიდ და თავისუფალ სამუშაო გარემოში, სადაც იდეებს რეალური მნიშვნელობა აქვს;
გაგვიზიარეთ თქვენი რეზუმე: vacancy@ltb.ge
subject ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების მითითება; "წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი".
|
|
|
|