Робота для біженців з України
ქონების მართვის მთავარი კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქონების მართვის მთავარი კოორდინატორი
მომწოდებელი: სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ქონების მართვის მთავარი
კოორდინატორის
თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 2225 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და საჯარო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და რეესტრის წარმოების გამოცდილება

საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:

** საქართველოს კანონმდებლობისა და ქონების აღრიცხვა-განკარგვასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
** ქონების კლასიფიკაციის, შეფასებისა და საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** სახელმწიფო ქონების განკარგვისა და აუქციონის წესების ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების Ms. Word, Ms. Excel-ის (განსაკუთრებით მონაცემთა ბაზებთან და ფორმულებთან მუშაობა) კარგად ცოდნა;
** ანალიზისა და პრობლემების გამოვლენის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში იცავს აკადემიის წესდებას, სამსახურის დებულებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს;
** ახორციელებს აკადემიის საკუთრებაში მყოფი შენობებისა და მიწის ნაკვეთების აღრიცხვას, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების აღწერას შემდგომი შეფასებისა და ინვენტარიზაციისათვის, ისევე როგორც ამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენას, წარდგენას და რეგისტრაციას დადგენილი წესების თანახმად. ამ მიზნებისათვის: ახორციელებს ზემოჩამოთვლილ ფასეულობათა ტექნიკური და სხვა მახასიათებლების კვლევას; აღწერს მათ და ახდენს შეფასებას (კლასიფიკაციას). აწარმოებს ფასეულობათა (მათ შორის სამუზეუმო ექსპონატების და დაცული ფონდების და არქივების) რეესტრს და უწევს ზედამხედველობას და კონტროლს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს ფასეულობათა დადარებისათვის ფინანსურ (ბალანსი) და სხვა დოკუმენტაციასთან მიმართებით.
** ახორციელებს აკადემიის ბალანსზე რიცხული ან/და დროებით (უვადო) სარგებლობაში არსებული დაზიანებული ან სხვაგვარად ფუნქციონალურად შეზღუდული ან/და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ქონების (არამატერიალური აქტივის) დადგენა - გამოვლენას (შეფასებას) შემდგომი საუტილიზაციო პროცესების დასაწყებად, რომლებიც დადგენილია კანონმდებლობით ამგვარ აქტივებთან უტილიზაცია (რეალიზაციასთან) დაკავშირებით.
** აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის კერძო და სახელმწიფო ექსპერტიზის სამსახურებთან მიმოწერის წარმოებას, შემდგომი სააუქციონო ან სხვაგვარი დადგენილი ფორმების თანახმად ამორტიზებული და სხვაგვარად ფუნქციონალურად დაზიანებული ქონების გაყიდვა (გადაცემა) ან დასაწყობებისათვის ნორმატიულად დადგენილი წესების თანახმად;
** უზრუნველყოფს უძრავი და მოძრავი ქონებების აკადემიის საკუთრებაში აღრიცხვას, ისევე როგორც გამიჯვნა - გაერთიანების პროცესს და დადგენილი წესით მათ რეგისტრაციას საჯარო რეესტრის სამსახურებში. /ეს წესი ასევე, მოიცავს და გულისხმობს დადგენილი წესების მიხედვით უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება -კორექტირებას/;
** მონაწილეობს იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
** უზრუნველყოს და ზედამხედველობას უწევს მოძრავი აქტივების დანიშნულების ლოკაციაზე დამაგრებას და მათი შემდგომი არასანქციონირებული მოძრაობის შეზღუდვას არასათანადო ლოკაციებზე, იქნება ეს აუდიტორია, ოთახი (საწყობი) თუ სხვა ლოკაცია (მათ შორის შენობების გარე პერიმეტრი). ამ მუხლის ამოცანების განსახორციელებლად განსაზღვრავს მოძრავი აქტივების მიკუთვნებას კონკრეტულ სამსახურებზე თუ სასწავლო დეკანატებზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მიკუთვნებული აქტივების ნორმალური და ჯეროვანი გამოყენებისათვის პასუხისმგებელ პირებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქტივების არასანქცინირებული გადადგილებისას იღებს შესაბამის ზომებს მათი პირვანდელ ლოკაციაზე დასაბრუნებლად.
** მონაწილეობს აკადემიის ბალანსზე არსებული მატერიალური და არამატერიალური ქონებასთან დაკავშირებით გამართული ნებისმიერ კომისიის მუშაობაში;
** ამზადებს და წარადგენს სტატისტიკურ მონაცემებს აკადემიის ბალანსზე არსებული ფასეულობების თაობაზე;
** წინამდებარე წესების და დავალებების ჯეროვანი და დროული განხორციელება - შესრულებისათვის გასცემს შესაბამის მითითებებს შესაბამისი სამსახურებისათვის, ისევე როგორც პერიოდულად წარუდგენს მოხსენებით ბარათებს და რეკომენდაციებს
აკადემიის მენეჯმენტს სამუშაო პროცესისა და მაჩვენებლების გაუმჯობესება დახვეწის მიზნით;
** პასუხისმგებელია აკადემიის კუთვნილი ქონების (საუტილიზაციო), ასევე ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის შედგენაზე და დანიშნულების ადგილას წარდგენა/გაგზავნაზე;

დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge

არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე