|
დასახელება:
სპეციალისტი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამეცნიერო/შემოქმედებითი განვითარებისა და კვლევების სამსახურის სპეციალისტი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით
ანაზღაურება: 1225 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში.
** სასურველია ტრენინგები/სერტიფიკატები მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებითა.
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:
** სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) პრაქტიკულად ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო აღწერილობა (სამეცნიერო მიმართულებით):
** სამეცნიერო/შემოქმედებითი კვლევების ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** სამეცნიერო/შემოქმედებითი კვლევების საგრანტო განაცხადების, ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;
** შიდა გამოკითხვების, საევალუაციო პროცესების, კონკურსებისა და პროექტების დაგეგმვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
** აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კვლევითი პროცესებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.
დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
|
|
|