|
დასახელება:
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 2926 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება:
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კულტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:
** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ";
** სამხატვრო აკადემიის წესდება და შინაგანაწესი;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point) კარგად ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და ანალიზის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
საჭირო კომპეტენციები და უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და ანალიზის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში იცავს აკადემიის წესდებას, სამსახურის დებულებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს;
** სამსახურის სქმიანობის სწორად წარმართვის უზრუნველყოფა, შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად განაწილება თანამშრომლებს შორის;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა და საჭიროებისამებრ ზედამხედველობა თსს აკადემიის სამართლებრივი აქტების და ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში;
** აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების ვიზირება, კომპეტენციის ფარგლებში;
** კონსულტაციის გაწევა აკადემიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის იურიდიული ხასიათის საკითხებში;
** საჭიროებისამებრ, თსს აკადემიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებსა.
** სასამართლოში წარმომადგენლობის პროცესის კოორდინაცია.
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება და წარდგენა კანცლერისთვის;
** ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა ან/და მათ განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროებისამებრ ზედამხედველობის გაწევა საკონკურსო დოკუმენტების შედგენისა და ოქმების დამუშავების პროცესისთვის;
** სამსახურის დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ვალდებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს თანამშრომელთა, სტუდენტთა ან/და აბიტურიენტთა, ასევე სამუშაოს შესრულების პროცესში წარმოშობილი ფიზიკური პირების მონაცემთა დამუშავება და მონაცემების უსაფრთხოების დაცვა.
დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
|
|
|