|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 1610 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში) ჩაითვლება უპირატესობად.
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:
** დაწესებულების შინაგანაწესის, წესდებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა;
** შენობის კომუნიკაციების (წყალი, ელექტროენერგია, გათბობა-გაგრილება) გამართულობისა და ინვენტარის პირველადი შეფასების უნარი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** დამხმარე პერსონალის (დამლაგებლები) სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების ხარისხის გაკონტროლების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები და უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და ანალიზის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის წესდების, სამსახურის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვა;
** აკადემიის სასწავლო კორპუსში (გრიბოედოვის ქ. №22) არსებული ინვენტარისა და კომუნიკაციების მეთვალყურეობა, ასევე შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვის კონტროლი;
** აკადემიის სასწავლო კორპუსის დამხმარე შენობა-ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში), ნარგავებისა და მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის, ასევე სასწავლო კორპუსებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
** შენობაში არსებული ინვენტარისა და აკადემიის კორპუსებში თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
** სასწავლო კორპუსში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** დამლაგებლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
|
|
|