|
დასახელება:
თსსა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას თსსა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 1610 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი: მაგისტრი (მაგისტრთან გათანაბრებული) განათლების ადმინისტრირების/მენეჯმენტის ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება: უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში/სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება.
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებების, პროცესისა და სტანდარტების ცოდნა
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის მენეჯმენტის უნარი
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) პრაქტიკულად ფლობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი მოვალეობები:
** ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესისათვის თსსა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების (სილაბუსების) შეფასება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობის თვალსაზრისით
** სამსახურის უფროსის ასისტირება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების (სილაბუსების) შეფასებაში ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის კუთხით
** ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესისთვის სტანდარტით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის შემოწმება
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების განხორციელების პროცესის ორგანიზება
** დაინტერესებული მხარეების (აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების) გამოკითხვების ორგანიზაცია, კოორდინაცია და ჩატარება
** კვლევების შედეგების კლასიფიცირება, შედეგების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი, შედეგების გრაფიკული სქემების აგება და მონაწილეობა რეკომენდაციების შემუშავებაში
დაინტერესებულმა პირებმა 3 ივნისამდე გადმოაგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|
|
|
|