Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=724305&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (გლდანი, პეკინი, სითი მოლი, ბამბის რიგი, ისთფოინთი)

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.
** სალარო ოპერაციების წარმოება.
** პროდუქციის მიღება და განლაგება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი" და სასურველი ფილიალი

აუცილებელია რომ მიუთითოთ ერთზე მეტი ფილიალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია