|
დასახელება:
პროექტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დუბექსი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"დუბექსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების სრული ციკლის მართვა (პროექტის დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, დასრულება);
** პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება;
** პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგის შემუშავება, პროექტის გუნდის ფორმირება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
** პროექტის შესრულების მონიტორინგი, პროექტის განხორციელების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** პროექტის განსაზღვრულ ვადებში დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის დამკვეთებთან ურთიერთობა;
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშის (ფორმა 2) მომზადება;
** პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში საჭირო ცვლილებებისათვის ინფორმაციის შეგროვება;
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მშენებლობა, ბიზნესის მართვა)
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროექტის მართვის მეთოდების ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი უნარი.
** პროგრამების ცოდნა (MS Project, Excel, AutoCAD ან შესაბამისი პროგრამები)
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dubex.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|